რამოდენიმე დღის წინ ფეისბუქის კედელზე წავაწყდი სტატიას რომელიც

რამოდენიმე დღის წინ ფეისბუქის კედელზე წავაწყდი სტატიას რომელიც ერთი ჩემთვის სრულიად უინტერესო მომღერლის ორსულობის შესახებ იტყობინებოდა. ამ უკანასკნელს თავისი ორსულობის ტესტისთვის სურათი გადაუღია და აუტვირთია რა. ნუ რა მოხდა მერე.. რადა.. ჟურნალისტი რისთვის არსებობს.. გადარეკა, გადაამოწმა. გამოიკითხა ორსულობის სიმპტომები და ,,სტატია” დაწერა. ალბათ დრო რომ  მოუვა პირდაპირ ეთერში ამშობიარებენ და შემდეგ ყველანი ერთად გავიზიარებთ მის განცდებს . სიმართლე რომ ვთქვა ოდნავი ინტერესის გრძნობას არ აღმიძრავს ასეთი ტიპის სტატიები, სტატუსები, სურათები და საერთოდ რა.. არც ის მაინტერესებს რას გრძნობთ, რას ჭამთ, რას უყურებთ, დღეში რამდენჯერ შედიხართ ტუალეტში და ა.შ. ხო კიდევ, თქვენი ყოველ ნაბიჯზე გაადღებული ფოტოები მაღიზიანებს. მაღიზიანებს თქვენი ბრძნული შეხედულებები ცხოვრებაზე, კიდევ ის, თუ როგორ არკვევთ ერთმანეთთან ურთიერთობას სტატუსებით, რომელიც მაქსიმუმ სამ ადამიანს ესმის ან აინტერესებს. თქვენ მე ცხოვრების ინტერესს მიკარგავთ… მერე ყველანი ერთად ვწუწუნებთ იმაზე, რომ ადამიანური ფასეულობების გადაფასება ხდება. სოციალური ქსელის მეშვეობით ნებისმიერ ადამიანზე იმდენი ინფორმაციის გაგება შემიძლია, რამდენიც ფეისბუქის არსებობამდე ალბათ მხოლოდ ფედერალურ აგენტს ან კერძო დეტექტივს თუ შეეძლო.

Advertisements