ჩემი ბავშვობის ნაწილი, ყველაზე ტკბილი მოგონებები..

სოფელი, ლიონებერგელი ემილი, ბავშვები ბიულერბიუდან, დენისკას თავგადასავლები, ,,პარადუს” მსგავსი უზარმაზარი ბაღი და ბუხართან გატარებული ზამთრის არდადეგები. სტოკჰოლმი ჩემს წარმოდგენაში- ერთმანეთზე მიწყობილი სამ სართულიანი სახლები.560798_526868260678633_1652703025_n

bullerbynკარლსონის მიერ განადგურებული გუფთა, არასოდეს არ დამავიწყდება. თბილი მეზობლები. ფეჩზე მოხარშული ყავა, ათასნაირი თამაშობები. იაპონური ნახატი-ფილმები.   ,,spirited away”-რომელიც უამრავჯერ მაქვს ნანახი და ახლაც არ მბეზრდება მისი ყურება. საღამოობით ეზოში ხეტიალი და წრეში-ბურთი,ვისი სული გსურს, გაფუჭებული ტელეფონი.დაჩისთან და გიოსთან ერთად დადგმული სპექტაკლები, კონცერტები უზარმაზარ ,,გარაჟში” ან ვერანდაზე, სადაც ნათესავებს ვიწვევდით, ბილეთის ფასი ორი ლარი, ბაბუასთვის კი ხუთი.კიბის ქვეშ ადიალოებით აგებული ქოხები, სადაც მოგვქონდა სურსათ-სანოვაგე და ხის სკამები. ნელ-ნელა პატარავდებოდა მანძილი კიბესა და ჩვენ თავებს შორის.Jul i Bullerbyn

ჩემი ყოველდღიური ჩანაწერები, რომელსაც გულმოდგინედ ვაკეთებდი-ახლაც საიმედო ადგილას ინახება.

თუ ,,სკუბიდუბიდუ” მოგვისწრებდა, ესეიგი გვიან ვიძინებდით. ,,ბებია და პაპაც” გვიან გადიოდა. არ ვიცი ზუსტად რა ერქვა ამ მულტფილმს, მაგრამ მე და ანას მაგრად რო გვიყვარდა ეგ კარგად მახსოვს.D1Karlssonarts-graphics-2007_1181410a

მრავალჯერ გადაკეთებული მეგობრობის დღიურები. ახალ წელს ფერადი ჯაჭვების კეთება. ქაღალდის წებოს სუნი.

საახალწლო სურვილების გრძელი ნუსხა, რომელიც აუცილებლად ქინდერით იწყებოდა. შიგადაშიგ იყო სათამაშო ბარბები, სახლები, ჩინური მინი კომპიუტერები. მუღამი გვქონდა ახალი წლის ღამეს ვინ უფრო მეტ ხანს ,,გაქაჩავდა” და გაათენებდა. შევაწყობდით საძინებელ ოთახში ხაჭაპურებს, წვენებს, შოკოლადებს, ჩავრთავდით პატარა შავ-თეთრ ტელევიზორს და გვიხაროდა.

ზამთარში კოლექტიური ციგაობა ავლაბარში, მახათის ქუჩის დაღმართზე. ლამპის სუნი, საღამოობით მეზობლებთან ერთად ყოფნა, სადაც მუდამ სიყვარულის, ბედნიერების და ფეჩზე დამწვარი მანდარინის ქერქის სუნი ტრიალებდა. ხშირად ვწუწუნებ, რომ ერთფეროვანი ბავშვობა მქონდა, მაგრამ ბავშვობა ერთფეროვანი როგორ შეიძლება იყოს. ეს ალბათ მეხუთედან მეთორმეტე კლასამდეა გაუსაძლისი და მოსაბეზრებელი ყოველდღიურობა.  ეს არის პატარა ნიუანსები ბავშვობიდან, მთელი ცხოვრება რომ გახსოვს და გიყვარს.

Advertisements