ნოემბერი 2015

cropped-1195423764505299586johnny_automatic_venice_gondolier-svg-hi.png დაგვიდგა არაოფიციალური ზამთარი. ჩვენთან ქარია, საშინელი, გამყინავი, სუსხიანი ქარი. ტემპერატურა 12 გრადუსს აღწევს. 2 თვე გასულა რაც ფეისბუქებს და ვირტუალურ ცხოვრებას უარი ვუთხარი. ნუ ნახევრად მაინც. იცი რა კარგი ყოფილა. ზიხარ სირაქლემას პოზაში. ფეხებზე გკიდია ქვეყნის ავან-ჩავანი. უყურებ ცხოვრებას უვარდისფერსათვალოდ, მაგრამ მაინც სასიამოვნოდ და ,,საკაიფოდ”.ჰომ, და ასე გადის დღეები, ერთმანეთის მიყოლებით. ახალი ჩვევა მაქვს, დღეში 1-2 საათი აუცილებლად ვუსმენ რადიოს. თვალებს ვხუჭავ და ვუსმენ. რომ არ შევამჩნიო გაძლების სისულელისგან შეშლილი, დანევროზებული, გაწამებული, მახინჯი ხალხი, გაჭირვებული ხალხი, რომ არ დავინახო მილიონი მანქანა ქუჩაში, რომ არ დავინახო უშნო მცენარეები, უგემოვნოდ ახორხლილი მაღაზიები, უკიდეგანოდ აწოწილი სახლები, გახუნებული ბილბორდები,  მტვრიანი ქუჩები, მოკლედ, რომ არ დავინახო ის, რასაც ყოველ დღე ისედაც ვხედავ. ფეხით ჩქარა დავდივარ, ნაბიჯებს და მუსიკის რიტმს ვაყოლებ ერთმანეთს, თავი ყოვლიშემძლე ბრუსი მგონია. ზოგჯერ გამომდის იცი.. ასეთი იდიოტური თვითკმაყოფილებით ვაგრძელებ გზას…

5 ყველაზე საშურველი მოვლენა ჩემთვის

შური შურია ჰოდა, რა მნიშვნელობა აქვს ფერს, ზომას და ფორმას. დავნომრო თუ ისე ჩამოვთვალო ვფიქრობ. მოკლედ, პირველი, რისიც, ვისიც მშურდა ყოველთვის, არის მაღალი ადამიანები. არა, ,,ნახტომშიმეტრანახევარი” არ ვარ. არც დაბალი მეთქმის, მაგრამ სიმაღლეზე ყოველთვის გაიდეალებული წარმოდგენა მქონდა.

მეორე, რაზეც უამრავჯერ მიფიქრია და მიმსჯელია – მოზღვავებული ტალანტი ადამიანისა, განსაკუთრებით გამოკვეთილი რომელიმე სფეროში. მაგალითად მათემატიკის, ფიზიკის, მხატვრობის, მუსიკალური თუ სხვა ნიჭი, ანუ ისეთი შესაძლებლობა, როცა შეგიძლია ერთი გარკვეული და კონკრეტული საქმიანობით დაკავდე და თავი არ იმტვრიო, ოპტიმალურ ვარიანტის ძებნაზე და სად შეიძლება ,,გამოდგე” ყველაზე მეტად.

მესამე, გაბედულება.. ამ თვისებასთან დიდი დრამები მაკავშირებს, თავის მოსაწყლება რომ არ დავიწყო. მოკლედ და კონკრეტულად ყოველთვის მინდოდა ცოტათი მეტად, ან უფრო მეტად გაბედული ვყოფილიყავი, ვიდრე ვარ. ვაფასებ ზომიერად გაბედულ ადამიანებს. განსაკუთრებით მათ, ვისაც საკუთარი პიროვნების წარმოჩენა შეუძლიათ.

მეოთხე, ნებისყოფა! ეს თვისება ნუსხის სათავეში უნდა ყოფილიყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთი ღირსებათაგანი, რომელიც იშვიათად თუ შემინიშნავს ადამიანებში და სიმართლე ვთქვა, ყოველთვის ,,შემშურებია” და აღფრთოვანებით შემიხედავს, თუ როგორ შეუძლია ადამიანს, აკონტროლოს საკუთარი ნერვები. ნებისყოფიდან გამომდინარეობს მიზანდასახულობა და სხვა ბევრი კარგი თვისება, რითაც შეგიძლია წარმატებას მიაღწიო.

დაბოლოს, მშურს წიგნის პერსონაჟების, ერთი მოკრძალებული მიზეზის გამო- ისინი არ არსებობენ!

Featured image

07.05

არაფერი არ არის იმაზე მოკლე და იმაზე დამქანცველი, ვიდრე გაზაფხულის სემესტრი. ივნისის პირველი და სემესტრის ბოლო კვირაა და რაღაც სკოლის ნოსტალგიისებური განცდა გეუფლება. მიდიხარ, მასწავლებელი ქულებს გიჯამებს..საშუალო გამოყავს .შენ ყველაზე კარგ ,,პონტში” ხარ, როგორც ფრიადოსანთან მიახლოვებული მოსწავლე და არ გიწევს გამოსწორებაზე ფუჭი ჩალიჩი. აი სტუდენტისთვის სულ სხვა მუღამი აქვს. სემესტრის კი არა ცხოვრების ბოლო კვირაც რომ იყოს ისევ 60 გვერდი თითო საგანში, ისევ ჩაბარება და ოციოდე ქულის სიმწრით შეკოწიწება. ჰო..კარგია სტუდენტობა. ყოველი მეორე ბოლოსშარშანნანახი ნაცნობი მეკითხება. როგორია, მოგწონს? თუმცა ამაზე გულწრფელი და სრულყოფილი პასუხი საკუთარ გულშიც არ მაქვს. თავს ვიიმედებ, რომ პირველი წელია და როგორც მე, ხასიათით ყველაზე ზანტ ადამიანს, გვიან ,,ეხსნება” და შემდეგ ყველაფერი სრულყოფილების ზღვარს უახლოვდება. საწუწუნო რა მაქვს, დამღლელი გზის გარდა. ერთი ეგ არის, ცხელა და სიზარმაცის ჰორმონები ჭარბი რაოდენობით გამოიყოფიან შენს ფსიქიკაში. დღეს მოწყენილობამ მაიძულა აქ შემოვსულიყავი თვეების შემდეგ და ძველი დრო გამეხსენებინა. არც ისე ცუდი იყო. შთაგონება მუდმივად მახსენებდა თავს. ახლა მგონი რამდენიმე ათეული წლით დავბერდი და ამის პირდაპირპროპორციულად დავკარგე ძველი ჩვევები. უბრალო დეტალები, რითიც ცხოვრებას ჩემებურად, ჩემში, ჩემთვის ვილამაზებდი. იმდენად ჩაკეტილი გავხდი უახლოეს ადამიანებთან, რამდენადაც სოციალურად გავიხსენი. ,,ნიტო” პონტია რა, უხეშად რომ ვთქვა. არც მომავლის იმედად ვარ, არც წარსულის გახსენება მაბედნიერებს. აწმყო კი თავისით მიედინება . ერთი სიტყვით, გაუცხოება მჭირს. დიდი გაუცხოება. საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან.  ბევრმა სწრაფადგანვითარებულმა მოვლენამ დამაფიქრა საკუთარ თავზე. ადამიანებმა დამაფიქრეს და ერთ ერთმა კი არ მიმახვედრა, პირდაპირ მითხრა. მარი, შენ მარტო წიგნების კითხვა,ოცნება და ფიქრი გიყვარს . პრაქტიკული აზროვნება არ გაგაჩნია. ცოტა გაიხედ გამოიხედე და გამოცოცხლდი.

რობერტ ბლოხი ,,ფსიქოპათი“

ერთი სიტყვით, ეს არის ფსიქოლოგიური, კინემატოგრაფული სტილის ნოველა, დეტექტივის მძაფრი არომატით. ადამიანის გაორებაზე, გაუცხოებაზე, სულიერ კრიზისზე ხომ ბევრი გვსმენია და წაგვიკითხავს. ამჯერად ერთობ ორიგინალური კუთხით წარმოვიდგინოთ ერთი სულის რამდენიმე საწყისად დანაწევრება. ,,ფსიქოპათის” მთავარი გმირი, ნორმან ბეითსი, თუ შეიძლება ასე ითქვას, გასამებული პიროვნებაა, რომლის სულშიც სამი ,,ის” ბუდობს. ნამდვილი-მექანიკური ნორმანი, შეშლილი დედა-ნორმა და დამნაშავე, უმძიმესი ბავშვურ-ფსიქოლოგიური ტრავმებით დაღდასმული არსება, რომელიც გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ, ან არ იზრდება. მკითხველისთვის ერთობ მიმზიდველი და საინტერესოა, დამნაშავის,მკვლელის, სულიერად დაავადებული კაცის,ტრანსვესტიტის, მანიაკის თვალით უყურო მოვლენებს.წარმოგიდგენიათ , რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი არ აღმოჩნდება ისეთი, როგორიც ყველას ეგონა? სიმბოლურია, რომ ფინალურ ,,კადრში”, ბუზისგან თავმობეზრებული ბეითსი მწერს ხელსაც კი არ ახლებს.იგი საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს არწმუნებს ის არის კაცი, რომელსაც არამც თუ ადამიანის წამება, არამედ ბუზის მოკვლაც კი არ შეუძლია.

10268469_836016943077829_2294735172877531668_n

დავით კლდიაშვილის შემოქმედების მთავარი თემა — იმერეთის გაღარიბებული, ე. წ. „შემოდგომის აზნაურების“ ყოფა-ცხოვრების  ასახვა.  გაღატაკებული აზნაურების თავმომწონეობა სრულიად არ შეეფერებოდა რეალობას. მათი ტრაგიკული ყოფა მწერალმა კომიკურ ჟანრში გადმოიტანა. სწორედ პერსონაჟების სახასიათო, კუთხური მეტყველება, მანერები, ინდივიდუალიზმი განაპირობებს მწერლის განუმეორებელ სტილს. იმერული სიამაყის წყალობით მოთხრობის გმირები ცდილობენ გარეგნულად შეინარჩუნონ თავიანთი სიამაყე. გულმოდგინედ დაიცვან სტუმარ-მასპინძლობის წესები. ასეთი ვითარება ნაწარმოებში ზოგჯერ ირონიულ, კომიკურ სიტუაციას ქმნის. პერსონაჟებს გამომსახველი დეტალებით გვიხატავს და არა პორტრეტების დეტალური აღწერით. ავტორს დაჭერილი აქვს იმერელი აზნაურის საუბრის ყოველი ნიუანსი. როგორც გრიგოლ კიკნაძე აღნიშნავს: ,,ნამდვილი იმერეთი ჩვენს მწერლობაში დავით კლდიაშვილმა დაამკვიდრა. როგორც შემოქმედი, პირდაპირ შეერწყა იმერეთს, მის ყოფასა და შვილებს. ეს არის მწერლის მთავარი ნიშან-თვისება და მისი დამსახურება ჩვენი ეროვნული ლიტერატურის გამრავალფეროვნების და გამდიდრების თვალსაზრისით.”

აღსანიშნავია ისიც, რომ  ბავშვობაში მწერალი მთლიანად მოწყდა მშობლიურ კერას, მაგრამ მასში იმდენად დიდი იყო შემოქმედის სულისკვეთება, რომ მან მთლიანად აღიდგინა ენა და შეძლო შეექმნა მწერლობის ასეთი უნიკალური ნიმუში.

ტიმ დანკანი

ტიმოთი დანკანი-სან ანტონიოს ცენტრ ფორვარდი. დაიბადა 1976 წლის 25 აპრილს. სიმაღლე-211 სმ.  ოთხჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი,  ორჯერ NBA MVP,  სამჯერ NBA Finals MVP. NBA All Star-ში 14ჯერ იყო დასახელებული. ბავშვობაში იგი მოცურავე იყო.  კალათბურთის თამაში მხოლოდ მეცხრე კლასში დაიწყო.  პროფესიონალია 1997 წლიდან.8OApx.AuSt.156

დანკანი ცნობილია თავისი მშვიდი ხასიათითა და თავმდაბლობით. იგი აქტიური ფილანტროპია,  მან დააარსა- ტიმ დანკანის ფონდი. ჯანმრთელობის, განათლების, სპორტის ზოგადი დონისა და ცნობიერების ასამაღლებლად. იგი არც თუ ისე მდიდარი ოჯახიდანაა. ჰყავს ორი და. გაიზარდა ქრისტიანულად.შეერთებული შტატების  ვირჯინიის კუნძულებზე. სკოლაში სანიმუშოდ სწავლობდა და ოცნებობდა თავისი დის მსგავსად გამხდარიყო ოლიმპიური დონის მოცურავე. 65504_468746286504210_231104049_n 1989 წელს ქარიშხალმა უგომ გაანადგურა ქალაქის ერთადერთი ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი. დანკანი იძულებული იყო ზღვაში ევარჯიშა, თუმცა მან მალევე დაკარგა ენთუზიაზმი. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ დედამისი კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა ერთი დღით ადრე, ვიდრე ტიმს 14 წელი შეუსრულდებოდა. უკანასკნელ დღეებში მან პირობა ჩამოართვა შვილებს, რომ დაამთავრებდნენ კოლეჯს. ამის შემდეგ ტიმს აღარ გაუგრძელებია ცურვა, გადაწყვიტა გამხდარიყო კალათბურთელი. თავდაპირველად იყო სირთულეები ადაპტაციის პერიოდში. თუმცა ეს სპორტი ხელს უწყობდა მას, გათავისუფლებულიყო იმედგაცრუებისა და ტკივილისგან. სკოლის სპორტული დირექტორი იხსენებს, რომ ტიმი ძალიან მაღალი და დიდი იყო. რაც საშინელ უხერხულობას ქმნიდა. ამის მიუხედავად ის ძალიან შედეგიანი მოთამაშე იყო. მისით დაინტერესდნენ უნივერსიტეტის გუნდები. 1997წელს მოხდა მისი draft pick-ზე აყვანა. მალევე აღმოჩნდა, რომ იგი არ იყო მხოლოდ ძლიერი ათლეტი, იგი იყო საუკეთესო მოსწავლე. მან მალევე მოიგო წლის ,,ახალბედის” ტიტული. ამის შემდეგ იწყება მისი ლიდერობა გუნდში.aa5_display_image

ტიმის გამონათქვამები: ,,მე ყოველთვის მსიამოვნებს ხუმრობა, ღიმილი, ხალხის გამხიარულება, შეიძლება ცოტათი განსხვავებულიც ვიყო, მაგრამ საერთოდ ვის უნდა, რომ  ნორმალური იყოს?” 

,,მე იდიოტი ვარ”

,,მე არსად წასვლას არ ვაპირებ, შეგიძლია ჩაიწერო ან როგორც გინდა, მე ბოლომდე აქ ვარ, სპურსში”.

,,ჩემს გარშემო არის ხალხი, ვინც დამლოცა, ასე რომ, აღარ მაქვს არჩევანი, უნდა ვიყო ყველანაირად კარგი პიროვნება.”

,,მოთამაშედ ყალიბდები მაშინ, როდესად არავინ გყავს გარშემო, რომ შენს გამო წუხდეს და გაგამხნევოს”.

,,სრული სერიოზულობით, ძალიან რთული იქნებოდა ვყოფილიყავი უცხოდ, რადგან ამ დიდებულმა ოჯახმა გამზარდა.”

ნოლე-N1

ამჯერად გადავწყვიტე, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ მსოფლიოს ამჟამინდელ ნომერ პირველ ჩოგანზე, ნოვაკ ჯოკოვიჩზე.Novak-Djokovic-2013

წარმოშობით სერბი  ჩოგბურთელი, დაიბადა ბელგრადში.  მოგებული აქვს ექვსი დიდი სლემის ტურნირი. პროფესიონალთა რიგებშია 2003 წლიდან. 2006 წელს მოიგო პირველი ATP-ს ტიტული. 2007 წელს ათეულის წევრი გახდა, მას შემდეგ, რაც  დიდი სლემის ტურნირის ფინალში გავიდა. უკვე 96 კვირაა პირველ ადგილზეა. ბოლოს, 2013 წელს მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, და გავიდა უიმბლდონის ფინალში, სადაც ენდი მარისთან დამარცხდა. რაც შეეხება მის  პირად ცხოვრებას. ჰყავს ორი მასზე უმცროსი ძმა. .მშობლიურის გარდა ფლობს ინგლისურს,გერმანულს, იტალიურსა და ფრანგულ ენებს. ჩოგბურთს 4 წლიდან თამაშობს.ნოლე ცნობილია თავისი განსაკუთრებული იუმორის გრძნობით. ცეკვისსა და პაროდიის ,,ნიჭით” 😀 მეგობრობს მარია შარაპოვასთან და ანა ივანოვიჩთან. არის მართმადიდებელი ქრისტიანი.

132131695_51nუყვარს ფეხბურთი და კალათბურთი. საფეხბურთო კლუბებიდან გულშემატკივრობს ,,ბენფიკას” და ,,მილანს”. ასევე ხშირად ესწრება NBA-ს მატჩებს. უყვარს კლასიკური მუსიკა. სკოლაში საკმაოდ კარგად სწავლობდა, მისი  საყვარელი საგნები იყო უცხო ენა და გეოგრაფია. საყვარელი ფილმები-,,პატარა ფოკერები” და ,,ტროა”. საყვარელი წიგნი ი.ანდრიჩის ,,The Bridge on the Drina”

საყვარელი სასმელი წყალი და თეთრი ღვინო.  ნოლე მისი მეტსახელია.

 ,, საინტერესოა, მე მაქვს ახლო ურთიერთობა  ბაბუაჩემთან. მშობლები ყოველთვის გვეუბნებიან: ეს არ გააკეთო, ასე არ მოიქცე… მაგრამ მშობლების მშობლებთან ყველაფერი დასაშვებია. შეგიძლია თქვა რაც გინდა, მოიქცე როგორც შენ გსურს. ისინი ყოველთვის მხარს დაგიჭერენ. აი მიზეზი თუ რატომ მაქვს ასეთი კავშირი მათთან.”

,,ხუმრობა ჩემი პიროვნების ნაწილია. მე უბრალოდ ასეთი ვარ”.

,,24 წლის განმავლობაში ორი ომი ვნახე და ვიცი რას ნიშნავს დარჩე არაფრის გარეშე, როდესაც ბომბები შენი თავის ზემოთ დაფრინავენ”.

,,მამაჩემი არასდროს ლაპარაკობს იმ მსხვერპლზე, რაც ოჯახმა ჩემ გამო გაიღო.”

,,ჩოგბურთი ფსიქოლოგიური თამაშია, რადგან ყველა ფორმაშია, ყველა ძლიერად ურტყამს.”

,,ბედნიერი კაცი ვარ, რადგან წარმატებას მივაღწიე ჩემს საქმეში.  მაგრამ ყველაზე დიდ სიხარულს მანიჭებს ხალხი, რომელთაც ვუყვარვარ და მიყვარს.  ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, არავის სურს მარტო ყოფნა”.

,,არაფერია შეუძლებელი.  როდესაც ვამბობდი, რომ უნდა ვყოფილიყავი ნომერი პირველი. დაახლოებით შვიდი-რვა წლის ასაკში, ჩემ გარშემო ხალხი იცინოდა. რადგან მხოლოდ ერთი პროცენტი იყო ჩემი შანსი.  და..ფაქტია- მე ეს გავაკეთე.”

გურამ ასათიანი-,,სათავეებთან”

,,ქართველისთვის ცხოვრება თავისთავად ზეიმია, დღესასწაულია, სანახაობაა, მრავალსახოვნებაა”.

,,ასეთია ქართული ლხინის დედააზრი: ადამიანი დგამს ბედნიერების სპექტაკლს. ქართული სადღეგრძელოც ამ ცდის შედეგია. დონკიხოტური ელემენტის გარეშე აბა რა ფასი აქვს ჩვენს ქართველებად ყოფნას, ჩვენს თვითმყოფ სულიერ კონსტიტუციას?!”logo_coverm

,,ქართველისათვის უშიშროება თავისთავადი, ბუნებრივი, ძალდაუტანებელი მდგომარეობა კი არ არის სულისა, არამედ მოპოვებული-რაღაცის დაძალებით, ჩახშობით ან დამორჩილებით მიღწეული შედეგი.”

,,ქართველი მუდამ სცენაზე გრძნობს თავს, მარტოდ დარჩენილსაც კი ვიღაცის მოუშორებელი მზერა ელანდება და ყოველ თავის მოძრაობაში ამ უხილავ თვალთა დაინტერესებულ ყურადღებას ითვალისწინებს”.

,,მეგობრობის ქართული ვარიანტი, როგორც წესი გულისხმობს არა მსგავსებას, არა ერთგარობას, არამედ სწორედ საწინააღმდეგო თვისებებს, თავისებურ შეპირისპირებას”.

,,ქართველებს სხვებთან შედარებით საერთოდ გვიყვარს ჭირის გამხელა, თანაგრძნობის აღძვრა, ზოგჯერ გაზვიადებაც საკუთარი ტკივილისა”.

,,ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, ბევრი რამ უნდა გადმოვიღოთ მათგან, ვინც ჩვენზე წინ წავიდა ცივილიზაციის თანამედროვე გზაზე,-სიბეჯითეც, მომჭირნეობაც, გამჭრიახობაც, ყაირათიც, მაგრამ ისე, რომ სხვის ორეულად არ ვიქცეთ, ისე რომ ჩვენი არსი არ შეიბღალოს, -არა მხოლოდ გარეგანი იერი, არამედ უწინარეს ყოვლისა, არსი ბუნებისა, შინაგანი კონსტიტუცია”.

,,ვიდრე ამ ქვეყნად ერთი ქართველი მაინც დარჩება, საქართველო იარსებებს!”

მაქს ფრიში- ,,ვიქნები თუნდაც განტენბაინი”

,,ვიქნები თუნდაც განტენბაინი”- რომანი, რომელმაც თავისი ორიგინალური და საინტერესო თხრობის სტილით ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ნაწარმოებში ერთი შეხედვით არ არის სიუჟეტური ხაზი, გამოკვეთილი მთავარი პერსონაჟები და დაძაბულობა, თუმცა ავტორი მაინც ახერხებს გმირების არც თუ ისე დალაგებული ცხოვრება საინტერესოდ გადმოგვცეს. შემოგვთავაზოს მოვლენების განვითარების ალტერნატიული გზები. ამიტომაცაა, რომ ნაწარმოებში ხშირად გვხვდება ისეთი ფრაზები, როგორიცაა: ,,წარმომიდგენია”, ,,ანდა”, ,,მე ვხედავ უამრავ ვარიანტს”, ,,ერთხელ კიდევ ვცვლი”, ,,მე რომ სვობოდა ვიყო” და ა.შ. ნაწარმოებში თითქოს ქაოსი სუფებს, მაგრამ ყველა სიუჟეტური ხაზი, ყველა ეპიზოდი ერთ წერტილში იყრის თავს.

მიუხედავად ნაწარმოების უჩვეულო სტილისა, მაინც არის მთავარი გმირი-განტენბაინი, რომელიც ბრმის როლს ირგებს, თავს არწმუნებს, რომ ასე უკეთესად იცხოვრებს, მეტი უპირატესობა ექნება საზოგადოებასთან მიმართებით. თავდაპრველად არ ეადვილება თავისი როლი, თუმცა ნელ-ნელა ეჩვევა ახალ ყოველდღიურობას. როდესაც განტენბაინობა ჰბეზრდება, ბუნების წიაღს მიაშურებს ხოლმე, ყველაფერი თამაშს ემსგავსება, თავის დაღწევა უფრო და უფრო რთულდება. ,,მე ბრმა ვარ, მხოლოდ ხანდახან, ყოველთვის არა. შემდეგ ისევ მეპარება ეჭვი, ნუთუ ის არ არის ჩემი ცხოვრება რაც შემიძლია წარმოვიდგინო? მე ეს არ მჯერა, ვერ დავიჯერებ, რასაც ვხედავ სწორედ ეს იყო წუთისოფელი”. საზოგადოება ისე იჯერებს განტენბაინის სიბრმავეს, რომ რთული ხდება ამ როლიდან გამოსვლა. ,,წარმომიდგენია: ჩემი ცხოვრება ვინმე დიდ მსახიობ ქალთან, რომელიც მიყვარს, ამიტომ ვირწმუნებ თავს, ბრმა ვარ მეთქი და ჩვენი ბედნიერებაც ამაზეა დამყარებული, ერქვას მას თუნდაც ლილა.” მთელი ნაწარმოების განმავლობაში პერსონაჟები, მათი ისტორიები, მოსალოდნელი შედეგების ანალიზი ცვლის ერთმანეთს, ავტორი პირველ პირში იწყებს თხრობას, შემდეგ თავადვე ხდება განტენბაინი,  ისევ სხვა პერსონაჟის როლს ირგებს..მკითხველი სიუჟეტში იკარგება, ვეღარ არჩევ რა არის რეალობა, რა მთხრობელის ფანტაზია. frisch_0020__0020_-_0020_mein_0020_name_0020_sei_0020_gantenbein

,, ეჭვიანობა ჭეშმარიტი ტკივილია იმის გამო, რომ ჩვენში ჩასახლებული არსება ამავე დროს ჩვენს გარეთ იმყოფება, ეს დღისით, მზისით მოლანდებული ავი სიზმარია, ეჭვიანობას სქესთა ურთიერთსიყვარულთან უფრო ნაკლები კავშირი აქვს, ვიდრე გვგონია. იგი სამყაროსა და ჩვენს წარმოსახვას შორის გაჩენილი უფსკრულია, ეჭვიანობა უფრო ვიწრო გაგებით კი ამ უფსკრულის კერძო გამოვლენა, მწარე დარტყმა გახლავთ. სამყარო მხოლოდ ჩემს პარტნიორთანაა შერწყმული და არა ჩემთან, მე სიყვარულმა მხოლოდ ჩემს წარმოსახვასთან გამაერტიანა, ვიქნები თუნდაც განტენბაინი, ოღონდ საბოლოოდ.”

რამოდენიმე დღის წინ ფეისბუქის კედელზე წავაწყდი სტატიას რომელიც

რამოდენიმე დღის წინ ფეისბუქის კედელზე წავაწყდი სტატიას რომელიც ერთი ჩემთვის სრულიად უინტერესო მომღერლის ორსულობის შესახებ იტყობინებოდა. ამ უკანასკნელს თავისი ორსულობის ტესტისთვის სურათი გადაუღია და აუტვირთია რა. ნუ რა მოხდა მერე.. რადა.. ჟურნალისტი რისთვის არსებობს.. გადარეკა, გადაამოწმა. გამოიკითხა ორსულობის სიმპტომები და ,,სტატია” დაწერა. ალბათ დრო რომ  მოუვა პირდაპირ ეთერში ამშობიარებენ და შემდეგ ყველანი ერთად გავიზიარებთ მის განცდებს . სიმართლე რომ ვთქვა ოდნავი ინტერესის გრძნობას არ აღმიძრავს ასეთი ტიპის სტატიები, სტატუსები, სურათები და საერთოდ რა.. არც ის მაინტერესებს რას გრძნობთ, რას ჭამთ, რას უყურებთ, დღეში რამდენჯერ შედიხართ ტუალეტში და ა.შ. ხო კიდევ, თქვენი ყოველ ნაბიჯზე გაადღებული ფოტოები მაღიზიანებს. მაღიზიანებს თქვენი ბრძნული შეხედულებები ცხოვრებაზე, კიდევ ის, თუ როგორ არკვევთ ერთმანეთთან ურთიერთობას სტატუსებით, რომელიც მაქსიმუმ სამ ადამიანს ესმის ან აინტერესებს. თქვენ მე ცხოვრების ინტერესს მიკარგავთ… მერე ყველანი ერთად ვწუწუნებთ იმაზე, რომ ადამიანური ფასეულობების გადაფასება ხდება. სოციალური ქსელის მეშვეობით ნებისმიერ ადამიანზე იმდენი ინფორმაციის გაგება შემიძლია, რამდენიც ფეისბუქის არსებობამდე ალბათ მხოლოდ ფედერალურ აგენტს ან კერძო დეტექტივს თუ შეეძლო.